
4 მაისს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ადრე გამართული შეხვედრის შედეგები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ მიღწეული შეთანხმებები გააცნო.
სურენ პაპიკიანმა ასევე წარმოადგინა სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს როლს ამ პროცესებში.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების რეპატრიაციისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც გასული წლის 12 ივნისს სომხეთში 15 სომეხი სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
4 მაისს დელეგაცია სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით თბილისში, გმირთა მოედანს ეწვია, ძეგლი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გმირთა ხსოვნას.