საზოგადოება

კანონი უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ გამკაცრდება:  საქმეები სასამართლოში შეჩერებულია

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა უკანონო ქონების კონფისკაციის შესახებ კანონში ახალ ცვლილებას სთავაზობს. ცვლილებების პროექტი იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

მინისტრმა კანონის მთავარ დამატებად აღნიშნა იმ თანამდებობის პირთა სიის გაფართოება, რომელთა მიმართ შესაძლოა ქონებრივი საქმის წარმოება დაიწყოს.

„მოქმედი კანონის მიხედვით, კვლევა შეიძლება ჩატარდეს პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ავტონომიური, დისკრეციული თანამდებობების მქონე პირებზე. საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს თანამდებობის პირები არიან პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ადამიანის უფლებათა დამცველი, მოსამართლეები“, – განაცხადა ანდრეასიანმა.

ახალი ცვლილებებით შემოთავაზებულია კანონის გამოყენება ყველა იმ თანამდებობის პირზე, ვინც შემოსავლის დეკლარაციას წარადგენს.

მაგალითად, საგადასახადო და საბაჟო განყოფილებების ხელმძღვანელები, ანუ საშუალო ფენა, ამიერიდან გაცილებით ფრთხილად უნდა იყვნენ უკანონო ქონების შეძენის რისკების საკითხში“, – ამბობს ანდრეასიანი.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეახსენა, რომ კანონი 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა საზოგადოების მოლოდინი არ გაამართლა.

„რადგან ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონის კონსტიტუციურობა, სასამართლო საქმეებიც წინ არ მიდის. სასამართლოში საქმეები შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. უნდა განვაცხადოთ, რომ არ ვართ უკმაყოფილო იმ ინფორმაციით, რაც გვაქვს ამ პერიოდში, მაგრამ არც ისე კმაყოფილი ვართ იმ შედეგებით, რაც დავაფიქსირეთ. საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, არ არის კმაყოფილი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავთიანმა განაცხადა, რომ შესაბამისი დეპარტამენტის დაარსებიდან მხოლოდ პირველი 10 დღის განმავლობაში 200-მდე პირის მიმართ აღიძრა საქმე.

„აბა, წარმოიდგინეთ 200 ადამიანის შემოსავალი, ხარჯები,  ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს არის ათასობით დოკუმენტის ბრუნვა, მათ შორის ჩვენს საზღვარგარეთელ კოლეებთან – ქვეყნიდან გატანილ აქტივებთან დაკავშირებით“,  – ამბობს დავთიანი.

მისი თქმით, აღნიშნული 200 კვლევიდან სასამართლოში 8 სარჩელი შევიდა 42 მილიარდ დრამზე. და დასრულდა ამდენივე საქმის გამოძიება. არის 1 საქმეზე შეთანხმების ინიციატივა.

პრემიერმა შეახსენა, რომ შეთანხმების ინიციატივის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს უკანონო ქონების ღირებულების 75%-ის სახელმწიფოსათვის  გადაცემას, 25%-ის დატოვებას სამართალწარმოებაში ჩართული პირისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button