
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებით ორმხრივი კომისიის შესახებ მსჯელობა გრძელდება. როგორც იუწყება ,,არმენპრესი“ ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პასუხი გასცა რა შეკითხვას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებით ნამდვილად შეიქმნა თუ არა ორმხრივი კომისია და შესაძლოა თუ არა შეხვედრის გამართვა, ვინაიდან ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ეს კომისია აპრილის ბოლოს უნდა შეიქმნას.
„ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ აპრილის ბოლომდე შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილებების პოვნა და წინსვლა. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთებში ინტენსიური დისკუსიები გრძელდება, არის იმედი, რომ ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
დისკუსიები ეხება სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებულ მიდგომებს, არის კითხვები სხვა ნაწილებზეც, რომლებზეც საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს. როგორც კი ვიპოვით პასუხებს, იქნება საჯარო განცხადება, იქნება შეხვედრა“, – განაცხადა გრიგორიანმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის შრლ მიშელისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა გამოაცხადეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკავებული იქნება დელიმიტაციის და საზღვრების მთელ სიგრძეზეუსაფრთხოებისა და სტაბილობის უზრუველყოფის საკითხებით.