მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საჯარო მოთხოვნა არ არსებობს:  ვაჰაგნ ალექსანიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საჯარო მოთხოვნა არ არსებობს. ასეთი მოსაზრება საპარლამენტო ბრიფინგზე სხ-ის  დეპუტატმა ვაჰაგნ ალექსანიანმა გამოთქვა.

„ოპოზიციის მსვლელობები და აქციები მცირერიცხოვანია. საზოგადოების ფართო ნაწილი ოპოზიციას არ უერთდება.  როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი იშხან საღათელიანი ყოველდღე ამბობს, რომ ყველაფერი დასრულდა, ვფიქრობ, მათი მოძრაობა დასრულდება“, – განაცხადა ალექსანიანმა.

მისი თქმით, ის ვერ ხედავს რაიმე სერიოზულობას პოლიტიკურ კუთხით, თუმცა პატივს სცემს სომხეთის  მოქალაქეების მშვიდობიანი აქციების გამართვის უფლებას.

ნახეთ მეტი
Back to top button