მთავარიპოლიტიკა

რუსეთი დაინტერესებულია სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარების სტაბილიზირებით: პესკოვი

„ის, რაც სომხეთში ხდება, არის ამ ქვეყნის შიდა საქმეები, მაგრამ მოსკოვი დაინტერესებულია სწრაფი მოგვარებით,“, – განუცხადა TASS-ს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

“ეს მთლიანად სომხეთის შიდა საქმეა”, – თქვა პესკოვმა ქვეყანაში ოპოზიციის მიტინგებთან დაკავშირებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი მოსკოვის მოკავშირეა.

სომხეთი ჩვენი მოკავშირეა, ის არის ჩვენი პარტნიორი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინტეგრაციის განზომილებაში, სომხეთი ჩვენი დიდი მეგობარია“, – განაცხადა პესკოვმა.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ სომხეთში რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პერიოდი, ქვეყანაში დამკვიდრდეს სტაბილურობა რომელიც საშუალებას მოგვცემს ეტაპობრივად გადავიდეთ ყარაბაღის შესახებ სამმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციისკენ, რომლებსაც უკანასკნელი სახე მიეცა რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით“, – განაცხადა პესკოვმა.

სომხეთში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აპრილის შუა რიცხვებიდან მართავს.

ნახეთ მეტი
Back to top button