
2023 წლის 1 იანვრიდან სომხეთში სპილენძ-მოლიბდენის კონცენტრატების გამოყენება, ასევე მოლიბდენის ექსპორტზე სახელმწიფო გადასახადი გაუქმებულია.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტები წარადგინა.
გადასახადების ნაცვლად, კანონპროექტით შემოთავაზებულია როიალტის გამოყენება, თუ ლითონის საერთაშორისო ფასების გამო, მაღაროელთა და ექსპორტიორთა შემოსავალი გადააჭარბებს გარკვეულ ზღვარს.
„10%-მდე მომგებიანობის პირობებში როიალიტის გადამხდელი კომპანიები ბეგარის მატებას ადგილი არ ექნება. 10%-ზე მეტი მომგებიანობის პირობებში 10%-ზე მეტი მოგებიდან გადაიხდება დამატებითი როიალიტი 15%-ის ოდენობით“, – განაცხადა ხაჩატრიანმა.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადასახადის ოდენობა დღეისათვის არ არის დამოკიდებული ლითონის ფასების ცვლილებაზე, რაც ნიშნავს, რომ მათი შესაძლო შემცირების შემთხვევაში, როდესაც კომპანიების შემოსავლები მცირდება, შეიძლება წარმოიშვას გადახდისუნარიანობის რისკი, ხოლო ფასის გაზრდის შემთხვევაში, პირიქით, კომპანიის მოგება გაიზრდება, ხოლო სახელმწიფო შემოსავალი არა.
„მეტალის საერთაშორისო ფასები 2021 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა, რამაც გაზარდა ლითონის მაღაროების მომგებიანობა. „ამიტომ, საჭიროა დამატებითი გადასახდელებით მოხდეს სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ნაწილის გაზრდა“, – განაცხადა მინისტრმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა და დასამტკიცებლად ეროვნულ ასამბლეას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ლითონის საერთაშორისო ფასებმა მატება დაიწყო 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც 1 ტონა სპილენძის ფასი 2021 წლის დასაწყისში 6500-დან 7800 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2022 წლის მარტში 9505 დოლარამდე.