მთავარიპოლიტიკა

ჩვენ  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას ვხედავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფით. არმენ გრიგორიანი

აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამოსავალიც უნდა მოიძებნოს.

,,არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა,  შეეხო რა არცახის სტატუსის საკითხს.

ჟურნალისტების დაკვირვებას, რომ ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, თუ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ეს ნიშნავს, რომ რუსი სამშვიდობოები გავლენ არცახიდან, ხოლო დანარჩენი არცახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში იქნება აღიარებული, გრიგორიანმა უპასუხა: ძნელია იმის თქმა, პოლიტოლოგებს რა აქვთ მხედველობაში, როდესაც ასეთ მტკიცებას აკეთებენ.

„პრობლემის გადაწყვეტას ვხედავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მთიან ყარაბაღში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე მათი უფლებების უზრუნველყოფაში. ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს სტატუსი. ასევე იქნება უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა გარანტიები იქნება ინსტიტუციური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების დროს განვიხილავთ მათ და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ და ვნახავთ, რომ ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოება ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფილი იქნება, ჩვენ დავთანხმდებით“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button