პოლიტიკა

გენოციდის უარყოფა სიფხიზლის მოწოდება უნდა იყოს  ნატოში თურქეთის მოკავშირეებისთვის: La Nación

ავტორიტეტულმა არგენტინულმა გაზეთმა La Nación-მა გამოაქვეყნა სტატია სომეხთა გენოციდის შესახებ, სადაც ხაზგასმულია, რომ გენოციდის  უარყოფა ნატოში თურქეთის მოკავშირეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სტატიაში აღნიშნულია,  რომ 24 აპრილს 1915 წელს თურქეთის სახელმწიფოს მიერ სომეხი ხალხის განადგურების მცდელობის 107 წელი შესრულდა. „1,5 მილიონზე მეტი სომეხი იქნა მოკლული,  რასაც  რომის პაპმა ფრანცისკემ მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი  უწოდა“.

ხაზგასმულია, რომ თურქეთის მიერ გენოციდზე პასუხისმგებლობის უარყოფა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკა, უნდა იყოს სიფხიზლის მოწოდება ნატოში მისი მოკავშირეებისთვის.

სტატიის ავტორი  იხსენებს  ჩავუშოღლუს მიერ ხელით სომხებისათვის  „რუხი მგლების“ ​​  ნიშანის ჩვენებას  და მკითხველს უხსნის,  რომ ეს არის რასისტული, მილიტარიზებული, ულტრამემარჯვენე თურქული ორგანიზაცია, რომელიც უარყოფს გენოციდის ფაქტს.

სომეხთა გენოციდის კონტექსტში სტატიაში ხაზგასმულია, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ახალი ჩამდენები ასევე აპირებენ თავიანთი ქმედებების დამალვას და ცდილობენ ეს ომად წარმოაჩინონ.

„არგენტინის რესპუბლიკამ, სადაც ცხოვრობს ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი სომხური სათვისტომო,  სომეხთა გენოციდი  სახელმწიფო პოლიტიკად აღიარა და უნდა განაგრძოს მისთვის ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button