კულტურა
მალენამ წარმოადგინა სიმღერის “ქარი-ქარის”, რომელმაც სომხეთს გამარჯვება მოუტანა “საბავშვო ევროვიზიაზე”, რემიქსი

საბავშვო ევროვიზიის 2021 წლის გამარჯვებულმა მალენამ გამოუშვა მისი გამარჯვებული სიმღერის “ქარი-ქარი” რემიქსი, რომლის ავტორია Gorgon Brief-ი. სიმღერის თანაავტორები არიან მალენა, დავით ბადალიანი (Tokionine), ვაჰრამ პეტროსიანი და დავით წერუნიანი.
მომღერალმა ამ სიმღერის ორიგინალურ ვერსიაში სომხეთი წარმოადგინა საფრანგეთში გამართულ „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსზე, რომელმაც მიიღო მაყურებლისა და ჟიურის მაქსიმალური ხმები.
გამარჯვების წყალობით სომხეთმა მიიღო უფლება უმასპინძლოს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ს, რომელიც ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება.