სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესრელიზის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ მილოცვაში ნიკოლ ფაშინიანი წერს: „ჩვენი მამებისა და ბაბუების უკვდავი გმირობა, ყველა, ვინც გმირულად იბრძოდა ბრძოლის ველზე, თავდაუზოგავად მოღვაწეობდა ზურგში, სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. დიდი გამარჯვების ხსოვნა გვავალდებულებს გავაძლიეროთ მემკვიდრეობით მიღებული მეგობრული კავშირები, ყოვლისმომცველად განვავითაროთ სომხურ-რუსული ურთიერთობები ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“.
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის მხრივ მიულოცა სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებსა და მოქალაქეებს.