საზოგადოება
ჟენევაში გაიხსნა მოედანი “სომხეთი”
ამა წლის 7 მაისს შვეიცარიის ჟენევის რაიონის ტღუანეს თემში, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სომხური ცენტრის გვერდით გაიმართა “სომხეთის” მოედნის გახსნის საზეიმო ცერემონია.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის ელჩი შვეიცარიაში ანდრანიკ ჰოვჰანნისიანი, ტღუანეს მერი გი ლავოღელი, ფონდ „წმინდა გრიგორ განმანათლებლის’’ თავმჯდომარე დანიელ ფაფაზიანი.
ელჩმა ჰოვჰანნისიანმა, კერძოდ, მადლობა გადაუხადა თღუნეს მერს და საკრებულოს წევრებს, ასევე სომხური თემის წარმომადგენლებს, რომელთა ძალისხმევით გაიხსნა “სომხეთის” მოედანი.