მთავარისაზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა 2 183 124 ადამიანს. ახალი მონაცემები

სრ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
სულ აიცრა 2 183 124 ადამიანი, პირველი დოზით აცრილთა რაოდენობა 1 130 460 -ია, სრულად აიცრა 999 123 მოქალაქე.
გარდა ამისა, მოქალაქეები აგრძელებენ კორონავირუსის წინააღმდეგ გამაძლიერებლების მიღებას. მათი რიცხვი 49925-ია.
აღსანიშნავია, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ სომხეთში აცრა ტარდება „გამ-კოვიდ-ვაკი“ („Sputnik V“), „კორონავაკი“ (მხოლოდ მეორე დოზისთვის), „ასტრა ზენეკა“ („ვაქსზევრია“), „სინოფარმი“, “Moderna” (“Spikevax”) და “Pfizer” ვაქცინებით.