
შეერთებული შტატები მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას გამოიჩინონ თავშეკავება, აქციის მონაწილეებს კი თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა რა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე.
„რაც შეეხება სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას ჩვენ გვქონდა სტრატეგიული დიალოგი სომხურ მხარესთან. და სწორედ ამ ფორუმზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ორმხრივი ერთგულება სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი და აშშ-ს მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ღია პოლიტიკური სისტემის ნაწილია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სიტყვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და მშვიდობიან შეკრებას. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, გამოხატონ თავიანთი აზრი მშვიდობიანი გზით. „ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინონ თავშეკავება და მოვუწოდებთ დემონსტრანტებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას სომხეთში“, – განაცხადა პრაისმა.