მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების მდგრად გადაწყვეტას. ანდრეა ვიქტორინი

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების, ასევე მთიანი ყარაბაღის შესახებ საკითხების გრძელვადიან გადაწყვეტას. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირი-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა.

ანდრეა ვიქტორინის თქმით, ევროკავშირი მზად არის ამ კუთხით მეტი გააკეთოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ორ ქვეყანას შორის, რადგან ამ სფეროში ევროკავშირი უბრალოდ შუამავალია.

„შუამავლობა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გააკეთო წინადადებები და იპოვო გადაწყვეტილებები. „შუამავლობა ნიშნავს, რომ თქვენ ქმნით გარემოს, სადაც დავის მხარეები შეძლებენ საერთო გადაწყვეტის მიღებას“, – თქვა ვიქტორინმა.

ანდრეა ვიქტორინის თქმით, ისინი გააგრძელებენ მხარეებთან შეხვედრებს იმის გასაგებად, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად.

„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ გრძელვადიანი გადაწყვეტის მიღწევას, მივცეთ ყველას საშუალება იცხოვროს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ“, – დაასკვნა ევროკავშირის ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button