მთავარიპოლიტიკა

სომხეთში გაიმართება  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა

სომხეთში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) 67-ე სხდომა გაიმართება. სხდომა ჩატარდება 2022 წლის 1-3 ივნისს.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ სისიან პოღოსეანმა  „არმპრესსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ წლევანდელი სხდომის თემა იქნება სოფლის ტურიზმი, რომელიც  შერჩეული იქნა გაეროსთან ერთად.

„გარდა გაეროს განვითარების პროგრამის შიდა საკითხების განხილვისა, ასევე განიხილება მდგრადი ტურიზმის განვითარების როლის გაზრდის საკითხიც. გაეროს მსოფლიო ტურიზმის სხდომა ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში.  ის, რომ წელს ის პირველად ტარდება ერევანში, არის დიდი პროგრესი, ძალიან მძლავრი შესაძლებლობა წარმოვაჩინო სომხეთი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button