მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანდასწრებით ტყვეთა ჯგუფის გათავისუფლებას შეჰპირდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ფაშინიანი

აზერბაიჯანი ცდილობს, სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხი ვაჭრობის საგნად აქციოს. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, კლინგენდეილში მდებარე ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “სომხეთი და ნიდერლანდები. საუკუნოვანი მეგობრობა-30 წლიანი პარტნიორობა“ თემაზე ლექციის შემდეგ დამსწრეთა კითხვებზე პასუხის გაცემისას.

 „სამწუხაროდ, მიუხედავად 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებისა, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებისა, 44-დღიანი ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ჩვენი მოქალაქეები არ დაბრუნებულან, რაც გაუგებარია. ეს არის ხალხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მათი ვაჭრობის საგნად ქცევის პრაქტიკა, რაც დასაგმობია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა შეახსენა, რომ როდესაც ტყვეების საკითხი დადგა, აზერბაიჯანმა სცადა მისი ვაჭრობის საგნად გახდომა, რათა სომხურ მხარეს გაეცვალა დანაღმული ველების რუკები. „და როცა დავინახეთ, რომ იყო ადამიანების რუკებით გაცვლის მცდელობა, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენთვის ალოგიკური იყო ვაჭრობა. აზერბაიჯანი ამტკიცებდა, რომ ომის დროს დარჩენილ ნაღმზე ხალხი ყოველდღე იღუპებაო, რიცხვებს აქვეყნებდა, და მე პირადად მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს ვაჭრობა უნდა მომხდარიყო და ყველა რუკა, რაც გვქონდა, გადავეცი აზერბაიჯანს, იმ იმედით, რომ ჰუმანიტარულ ნაბიჯს ჰუმანიტარული ნაბიჯი მოჰყვებოდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო განცხადება, რომ ეს რუკები არც ისე ზუსტი იყო. ჩვენ ვუთხარით, რომ ეგრე არაა, რომ კარგი რუკები ჩვენთვის დავიტოვეთ, ცუდები კი თქვენ მოგეცით, ესაა, რაც გვაქვს. და მათ ასევე სცადეს ამით სპეკულირება, მაგრამ ვერ შეამჩნიეს, რომ რუკების გაცვლის შემდეგ მათი ამბებიდან გაქრა ინფორმაცია ნაღმის აფეთქების შედეგად მოქალაქეების დაღუპვის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ ეს გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა თავისი გულწრფელობა და ერთგულება სამშვიდობო დღის წესრიგში.

„დღემდე აზერბაიჯანში 38 ჩვენი ტყვე მაინც რჩება. მუდმივად ხდება ამ პროცესის სხვადასხვა თემებზე ვაჭრობის საგნად გახდომის მცდელობები. სხვათა შორის, ბოლოჯერ ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანდასწრებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლებას შეჰპირდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ვფიქრობ, შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი, საკითხის ჰუმანიტარული მხარის იგნორირებით, ჩვენ ეს პრაქტიკაში ვაჩვენეთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს ამ სიტუაციის შესახებ. ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, უბიძგონ აზერბაიჯანს, რომ არ გახადოს ხალხი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად.

ომმა ბევრს მოუტანა ტრაგედია, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ღია ჭრილობაზე გამუდმებით მარილის დაყრის მიდგომა ჯდება 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ ღირებულებათა სისტემაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button