პოლიტიკა

კიევი რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს – კლიჩკო

,,მთავარი არხი” წერს, რომ უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, “ეჭვგარეშეა”, რომ კიევი კვლავ რუსეთის “მთავარი სამიზნეა”. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმა სესაძლოა ნებისმიერ წამს მოხდეს. 

კლიჩკომ კიევში დაბრუნებულ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა – “როგორც კიევის მერი, მე ვეუბნები ნებისმიერს, ბოდიში, ეს თქვენი პირადი რისკია, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ… ამდენი ხანია უკრაინაში ომია, გარანტიას ვერც ერთ უკრაინელს ვერ მოვცემთ”.

კლიჩკომ თქვა, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორების, აშშ-სა და ევროპის გარეშე ვერ გადარჩება.

ნახეთ მეტი
Back to top button