საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედში” გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, კლინიკაში ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე პენიტენციურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ამასთან, კლინიკაში უკვე მომზადებულია მე-5 სართული, რომელიც სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის კვლევებისთვის მოაწყვეს.

ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა.

ნახეთ მეტი
Back to top button