პოლიტიკა

მშვიდობიანი დემონსტრაციები ღია პოლიტიკური სისტემის ელემენტია. ნედ პრაისი სომხეთში მიმდინარე აქციებზე

“ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ღია პოლიტიკური სისტემის ნაწილია”, – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სომხეთში ნედ პრაისმა, მიმდინარე საპროტესტო აქციების კომენტირებისას.

„ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ღია პოლიტიკური სისტემის ელემენტია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და მშვიდობიან შეკრებას. მოვუწოდებთ ხალხს, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მშვიდობიანად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინონ თავშეკავება და მომიტინგეებს თავი შეიკავონ ძალადობისგან, პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას სომხეთში“, – განაცხადა მან.

“გასულ კვირას ჩვენ გვქონდა სტრატეგიული დიალოგი სომხებთან. სწორედ ამ ფორუმზე დავადასტურეთ ჩვენი ორმხრივი ერთგულება სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი და აშშ-ს მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის”, – თქვა ნედ პრაისმა.

ნახეთ მეტი
Back to top button