მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის თქმით, სომხეთში სისტემური კორუფცია აღმოიფხვრა

სომხეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ჰოლანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, კლინგენდეილში „სომხეთი და ჰოლანდია. მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა – 30 წლიანი პარტნიორობა“ თემაზე ლექციის დროს.

 „მე ვარ პირველი სომეხი ლიდერი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს. მე ამ ვიზიტს ვუყურებ არა მხოლოდ როგორც ტრადიციულ სომხურ-ჰოლანდიურ ისტორიულ კავშირებს, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, არამედ ამას ვხედავ სომხეთის დემოკრატიის კონტექსტში. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ 2018 წლის რევოლუციის შემდეგ ვიგრძენით ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებში. დემოკრატია სომხეთის მთავარი ბრენდია და ეს ჩემი შეფასება არ არის. „საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ეწევიან გლობალურ კვლევებს დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, აფიქსირებენ ამ რეალობას“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სომხეთი საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ პირველად მოხვდა საარჩევნო დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორის, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მან აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სომხეთმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 „დიახ, ხმამაღალი განცხადება უნდა გავაკეთო და ვთქვა, რომ სომხეთში სისტემური კორუფცია აღმოიფხვრა. მიუხედავად იმისა, რომ არის კორუფციული ფენომენი, ჩვენ მათ წინააღმდეგ მუდმივად ვიბრძვით და ეს შესამჩნევია. 2021 წელს, მიუხედავად პოსტკრიზისული წლისა, ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს სიტყვისა და პრესის თავისუფლების სფეროში. ბოლო გამოქვეყნებული ინდექსების მიხედვით, სომხეთი 51-ე ადგილზეა მსოფლიოში. ევროპის ათამდე ქვეყანაზე უკეთეს მდგომარეობაშია. „ამას ვამბობ იმისთვის, რომ ვაჩვენო, რამდენად გვაქვს გადაწყვეტილი განვახორციელოთ დემოკრატიული რეფორმები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში დაიხურა ისეთი გვერდები, როგორიცაა არჩევნების შედეგების საჯარო ეჭვი და არჩევნების გაყალბების პრაქტიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს უკან დასახევი გზა არ აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button