პოლიტიკა

“აზოვსტალიდან“ მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები თურქეთის ჩართულობით მიმდინარეობს

,,Metronome.ge” წერს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის“ ხარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საევაკუაციო გეგმის შემუშავებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და წითელი ჯვარიც არის ჩართული.

“აზოვსტალიდან“ ევაკუაციის სპეცოპერაციის საგზაო რუკის თაობაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დავიწყეთ. პირველ რიგში, მძიმედ დაჭრილების გამოყვანა უნდა მოხდეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები დღეს ხვდებიან რუსებს. მოვილაპარაკეთ გაეროსთანაც. უნდა გაფორმდეს დოკუმენტის, რომლის მიხედვითაც “აზოვსტალიდან” ევაკუაცია მოხდება. მოლაპარაკებების ამ რაუნდში, შუამავალი თურქეთია”, – აცხადებს ვერეშჩუკი.

ცნობისთვის, აზოვის პოლკის მებრძოლთა ოჯახის წევრებმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართეს, რომელშიც მოუწოდებდნენ, ქარხანაში დარჩენილი მებრძოლების ევაკუაციაში უკრაინისთვის დახმარება გაეწია.

ნახეთ მეტი
Back to top button