ბაქომ დაადასტურა, რომ უარს ამბობს სომეხი ტყვეების გათავისუფლების ვალდებულების შესრულებაზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ნიდერლანდებში ვიზიტის დროს გამოთქმული ბრალდებები “უსაფუძვლოა, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ერევნის გულწრფელობას ბაქოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად”. ასე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ლეილა აბდულაევა.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებული უსაფუძვლო ბრალდებები, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე მცდარი ბრალდებები, აჩვენებს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა სულაც არ არის გულწრფელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში“, – თქვა აბდულაევამ. სომხეთის მიერ ნაღმების რუკების მიწოდება არ არის „ჰუმანიტარული ჟესტი“, ეს იყო ერევნის ვალდებულება 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ფარგლებში. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანში 219 ადამიანი დაიღუპა და ისინი ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, განაცხადა აბდულაევამ. რაც შეეხება დაკავებული სომხების არდაბრუნების ბრალდებას, ბაქო მათ განიხილავს დივერსანტებად, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანში გააგზავნეს. აზერბაიჯანის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სომხეთის მზადყოფნას იმოქმედოს მშვიდობისთვის“, – განაცხადა აბდულაევამ.
ამრიგად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხური მხარე და დაადასტურა, რომ ბაქო უარს ამბობს ტყვეების გათავისუფლების შესახებ სამმხრივ განცხადებაზე.