
16 მაისს მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და კუხო-ს გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი. როგორც იტყობინება “არმენპრეს”-ი “ინტერფაქს”-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„16 მაისს, კუხო-ს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსკოვში კუხო-ს წევრი ქვეყნების სამიტი გაიმართება. დაგეგმილია როგორც ლიდერების შეხვედრა, ასევე მათი ცალკე კომუნიკაცია სამუშაო საუზმის ფორმატში. ჟურნალისტებს ღონისძიების შედეგებს მიაწვდიან კუხო-ს გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი და კუხო-ს მოქმედი თავმჯდომარე – სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი”, – განაცხადა პესკოვმა.