პოლიტიკა

მზადდება ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტი სომხეთში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა 2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში  სახელმწიფო ვიზიტით ეწვიოს სომხეთს.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება “რია ნოვოსტი”-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ არარატ მირზოიანმა დუშანბეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

მირზოიანმა დასძინა, რომ ამ დროისთვის ვიზიტის დეტალები, ზუსტი თარიღების ჩათვლით, ზუსტდება.

„ჩვენს დღის წესრიგში დგას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტის ორგანიზების საკითხი. არსებობს გაგება, რომ ეს მოხდება წლის მეორე ნახევარში, ოქტომბრიდან დეკემბრამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ თარიღებზე ვთანხმდებით“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button