მთავარიპოლიტიკა

მნიშვნელოვნად გაიზრდება სომხეთის როლი: ფაშინიანმა რუსი მაღალჩინოსნები მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, ამის შესახებ  იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა აფასებს უკვე შესრულებულ სამუშაოს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ეხება რეგიონული კავშირგაბმულობის, საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების გახსნას.

„მოსკოვში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს ეს იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განხილული ერთ-ერთი მთავარი თემა.  ძალიან მიხარია, რომ ამ კუთხით ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი საერთო მიდგომები, ჩვენი საერთო პოზიციები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსეი ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ ფაშინიანის პუტინთან შეხვედრის შედეგად პროფილურმა სამინისტროებმა დავალებები მიიღეს და რუსეთი მათ მიმართულებით მუშაობს.

ნახეთ მეტი
Back to top button