ეკონომიკა

Shell-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი სომხეთში შემოდგომიდან ამოქმედდება

ბრიტანულ-ჰოლანდიური ენერგეტიკული კომპანია Shell შემოდგომაზე სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს გახსნის. ამის შესახებ “არმენპრესსთან” საუბარში განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

 ” ბენზინგასამართი სადგურების ქსელი ,,შელი“ სომხეთში შემოდგომიდან ამოქმედდება”, – განაცხადა ქერობიანმა.

მინისტრის თქმით, კომპანია ახალი ხარისხის და სტანდარტების ავტოგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს. პროგრამა გასული წლიდან არსებობს, სომხური მხარე თავის მხრივ ცდილობდა ყოველმხრივ მხარდაჭერას, პრობლემების შემთხვევაში დახმარებას.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია 11 მაისს ნიდერლანდების დამსაქმებელთა და მწარმოებელთა კონფედერაციის ოფისში ჰააგაში შეხვდა ნიდერლანდების ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაში მონაწილე ბიზნესმენებს შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი.

ნახეთ მეტი
Back to top button