მთავარიპოლიტიკა

ბაქო და ერევანი მზად არიან ახალი საგზაო რუქისთვის და არა სრული სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ვაალი

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი ხაზს უსვამს, რომ დღეს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს სულ სხვა დიპლომატიური განზომილება აქვს. ამის შესახებ იტყობინება ,,ამერიკის ხმა“.

მინსკის ჯგუფის ფორმატი მკვდარია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი დოკუმენტური მემკვიდრეობის შენარჩუნება, თვლის ის. „მნიშვნელოვანია ოფიციალურად არ გამოცხადდეს ამ ფორმატის სიკვილის შესახებ, რადგან მინსკის ჯგუფს აქვს გარკვეული ფუნქცია. მას აქვს ერთობლივი განცხადებების ისტორია, მათ შორის სამი თანათავმჯდომარის: აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის. ამგვარად, არსებობს მინსკის ჯგუფთან დაკავშირებული დოკუმენტების მემკვიდრეობა, რომელიც არ შეიძლება დაიკარგოს“, – განაცხადა დე ვაალმა.

მისი აზრით, დღეს რუსეთისა და ევროკავშირის სპონსორობით ფორმატი  მიმდინარეობს პარალელურად და ბრიუსელი არ ცდილობს მოსკოვის პროცესის ჩანაცვლებას. „რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, ცოტა განსხვავებულია. ეს არის ახალი მოთამაშე, რაც, ვფიქრობ, განსაკუთრებით დადებითია აზერბაიჯანული მხარისთვის. წარსულთან არაფერი აქვს საერთო. ისინი არიან პატიოსანი შუამავლები, რომლებსაც არ აქვთ დიდი დღის წესრიგი რეგიონში, როგორიც რუსებს,  თურქეთს ან ირანს”, – აღნიშნა დე ვაალმა. ანალიტიკოსის თქმით, კონფლიქტის მხარეები დღეს არ არიან მზად სრული სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მაგრამ მზად არიან ახალი საგზაო რუქისთვის, რომელიც ძალის გამოუყენებლობის გარანტიას იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის“, – განაცხადა მან. ვაშინგტონის ჩართულობაზე დე ვაალი მიიჩნევს, რომ დღეს შეერთებული შტატები ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ უფრო ნეიტრალურ დასავლურ სამშვიდობო პროცესს, რაც, მისი თქმით, არ ეწინააღმდეგება რუსეთის მთავარ მიზნებს ან 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას.

ნახეთ მეტი
Back to top button