ეკონომიკა
ვიმგზავროთ გარგარის ქვეყნისკენ. ყაზახური FlyArystan შეასრულებს ფრენებს ალმათიდან ერევნის მიმართულებით

ყაზახური ავიაკომპანია “FlyArystan” აცხადებს ახალი მარშრუტის გახსნას ალმათი-ერევანი.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ერევნის და საპირისპირო მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ფრენა ალმათი-ერევნის ახალი მიმართულებით. ფრენები ერევნის მიმართულებით და უკან შესრულდება კომფორტული Airbus A320 თვითმფრინავით 2 ივნისიდან ორშაბათს და ხუთშაბათს. „მოდით, ვიმოგზაუროთ გარგარის ქვეყანაში“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.