მთავარისაზოგადოება

თბილისში სომეხი და ქართველი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ხაჩქარი აკურთხეს

15 მაისს თბილისის წმიდა ეჯმიაწინის ტაძარში შედგა სომეხი და ქართველი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ამსახველი ხაჩქარის კურთხევის საზეიმო ცერემონია საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარის ლოცვა-კურთხევით.

ამის შესახებ საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ფეისბუქის გვერდი გვაუწყებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხაჩქარი სომხური ეკლესიის ეზოში დადგმულია თბილისელ სომეხი  მხითარიანების  ოჯახის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button