მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის 6 პუნქტი გამოაქვეყნა

სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური დავალებებით ელჩმა ედმონ მარუკქიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში აზერბაიჯანის 5 პუნქტის საპასუხოდ სომხეთის მიერ წარმოდგენილი ექვსი პუნქტი გაავრცელა.

1. 1-ლ პუნქტში ნათქვამია, რომ 11 მარტს მიღებული იქნა აზერბაიჯანის წინადადება.

2. სომხეთის რესპუბლიკას არ ჰქონია, არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ.

3. სომხური მხარისთვის ფუნდამენტურია მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები.

4. სომხური მხარე მნიშვნელოვანად მიიჩნევს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  9 ნოემბრის, 11 იანვრის, 26 ნოემბრის განცხადებებში აღნიშნული ვალდებულებები (სამხედრო ტყვეების დაბრუნება, კომუნიკაციების გახსნა).

5. სომხური მხარე მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობის, ურთიერთობების  ნორმალიზაციის შეთანხმების გაფორმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისთვის გაეროს წესდების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე.

6. სომხურმა მხარემ მიმართა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შესაბამისი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button