მთავარიპოლიტიკა

ქართველმა მეცნიერებმა ლექციები წაიკითხეს სომხურ-ქართული ურთიერთობების შესახებ

სომეხმა  და ქართველმა  მეცნიერებმა გეზი აიღეს სომხეთისა და საქართველოს სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების მიზნით. როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იტყობინება, სომხეთში ჩამოვიდა ქართველი ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და პოლიტოლოგების ჯგუფი. მეცნიერებმა იმოგზაურეს სომხეთში და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხეს ლექციები სომხურ-ქართული ისტორიულ-კულტურული კავშირებისა და ურთიერთობების, სომხურ-ქართული მეგობრობისა და სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკების შესახებ. ღონისძიება მიეძღვნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-მუშაკმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ წიქარიძემ „არმენპრესის“ კორესპოდენტთან საუბარში ისაუბრა დასავლეთ საქართველოში მათ მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან თანამშრომლობის შესახებ.

„სომხეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო კავშირები, რომლებსაც ახლა ვავითარებთ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი სამეცნიერო ინსტიტუტები და პროექტები კავკასიაში, რადგან ეს არის ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობის გზა. ჩვენ უკვე დავიწყეთ პროექტი ჩვენს პარტნიორებთან სომხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტში რუსთაველის ფონდის დაფინანსებით. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვაპირებთ დავწეროთ წიგნი რეგიონის ისტორიაზე, პალეოლითის თუ ძველი ქვის ხანის შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ჩვენი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები“, – განაცხადა ქართველმა არქეოლოგმა.

ნიკო წიქარიძემ წაიკითხა ლექცია უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე თემაზე „სამხრეთ კავკასია ზემო პლეისტოცენში. კულტურული და ეკოლოგიური კონტექსტი ქართული არქეოლოგიური ძეგლების საფუძველზე. კავშირი ქართულ და სომხურ ძეგლებს შორის“.

ლექციები წაიკითხეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ბედიანიშვილმა, ისტორიული მეცნიერების დოქტორმა  ნოდარ ბახტაძემ და  ირანმცოდნე ვასილ პაპავამ.  

ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა ასევე მოინახულა ერაბლური, სომეხთა გენოციდის მემორიალი, ასევე ლორის რეგიონის რამდენიმე  ეკლესია, მათ შორის ახტალის მონასტერი. ქართველი სპეციალისტები სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ტორქ დალალიანს შეხვდნენ. ისინი უნივერსიტეტში მიიღო ისტორიის ფაკულტეტის დეკანმა ედიკ მინასიანმა.

სომხურ-ქართული ისტორიულ-კულტურული კავშირებისა და ურთიერთობების შესახებ ლექციების სერია გაიმართა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის ორგანიზებით.

ნახეთ მეტი
Back to top button