პოლიტიკა

ლიტვის პრეზიდენტი სომხეთს ეწვევა

ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 18-20 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.

18 მაისს გიტანას ნაუსედა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. პრეზიდენტები განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას ენერგეტიკის, ეკონომიკის სფეროებში, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის (EU) თანამშრომლობას.

ლიტვის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ მინისტრ ალი ასადოვს და აზერბაიჯანში მცხოვრებ ლიტველებს.

19-20 მაისს ლიტვის პრეზიდენტი ერევანში შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს.

შეხვედრებზე განიხილება უსაფრთხოების ვითარება კავკასიის რეგიონში, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები, ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ასევე ლიტვასა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები. პრეზიდენტი ასევე შეხვდება სომეხთა პატრიარქ გარეგინ II-ს, ლიტვის საზოგადოებას, გვირგვინით შეამკობს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს.

ნახეთ მეტი
Back to top button