მთავარიპოლიტიკა

სამწუხაროდ, კუხო-მ  ისე არ უპასუხა, როგორც ველოდით:  ფაშინიანი აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ

კუხო-ს  წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კუხო-ს  წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფ რეაგირებასთან დაკავშირებული საკითხები წამოჭრა. როგორც “არმპრესი” იტყობინება, სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კუიხო-ს  დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ორგანიზებისთვის და თბილი მიღებისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენი საიუბილეო შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები და განვიხილოთ ჩვენი ორგანიზაციის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კუხო-ს  წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა. ბელორუსის პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, საკმაოდ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუხო-ს  ისტორია ძალიან დადებითია, რადგან კუხო იყო, არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც ვხედავთ, დღევანდელ საიუბილეო სამიტზე განვიხილავთ არა მხოლოდ საიუბილეო საკითხებს, რადგან კუხო-ს  პასუხისმგებლობის ზონაში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა“, – განაცხადა მან.

ფაშინიანი კხოო-ს წევრ ქვეყნებში ხმის მიცემის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ხშირად ეს ხმის მიცემა  ერთდროული არ ხდება.

 „აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ახალი პრობლემა, ის დიდი ხანია თან გვდევს. სომხეთმა ეს საკითხი არაერთხელ წამოჭრა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე.  ცხადია, ეს საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება თანამშრომლობისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, პრემიერ-მინისტრი ამას სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს.

„მოგეხსენებათ, გასულ წელს აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე სწორედ ამ დღეებში შეიჭრნენ. სომხეთმა მიმართა კუხო-ს  2010 წლის 10 დეკემბერს დამტკიცებული კრიზისზე რეაგირების დებულებით გათვალისწინებული პროცედურების მექანიზმების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ორგანიზაციამ ისე მოახდინა რეაგირება, როგორც სომხეთის რესპუბლიკა მოელოდა. ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ კუხო-ს  წევრი ქვეყნების მიერ არამეგობრულ ქვეყნებზე იარაღის მიყიდვის საკითხს. ეს იარაღი გამოიყენებოდა სომხეთის წინააღმდეგ, სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ესეც პრობლემაა.

გულწრფელად რომ ვთქვათ, კუხო-ს  წევრი ქვეყნების რეაქციამ 2020 წლის 44-დღიან ომში, ომის შემდეგ, სიხარული არ მიანიჭა  სომხეთის რესპუბლიკას და სომეხ ხალხს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ფედერაციის და რუსეთის მნიშვნელოვან როლს. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის როლს  მთიან ყარაბაღში ომის დასრულების საკითხში. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთიკვლავ ერთგულია  2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივ განცხადებების. ვფიქრობ, ნამდვილად კარგია დასკვნების გაკეთება, მაგრამ სომხეთი, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი, მოწოდებულია ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისთვის. „ჩვენ დადებითად ვართ განწყობილი, რომ სრულად დავუჭიროთ მხარი ორგანიზაციას და მის შემდგომ განვითარებას“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button