
კუხო-ს სამიტზე სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კენჭისყრის დროს კუხო-ს წევრი ქვეყნების მიდგომების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ხშირად ჩვენი ხმები არ არის ძალიან სინქრონული ერთმანეთთან, თუმცა ეს პრობლემა ახლახან არ გაჩენილა. ეს პრობლემა ორგანიზაციას უკვე კარგა ხანია „თან დაყვება“, – თქვა ფაშინიანმა.
სრ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე მსგავსი საკითხი ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომაც წამოაყენა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთმა არაერთხელ წამოჭრა კუხო-ს წევრი ქვეყნების სოლიდარობის საკითხი. ის თვლის, რომ ამ საკითხს კვლავ უნდა დაუბრუნდნენ. მან აღნიშნა, რომ ზოგადად სომხეთი ორგანიზაციას ევრაზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესაძლო ფაქტორად მიიჩნევს. ერევანი კი, თავის მხრივ, დადებითად არის განწყობილი სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურის შემდგომი გაძლიერებისადმი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუხო-ს პასუხისმგებლობის ზოლში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.
შეგახსენებთ, რომ კუხო-ში შედიან სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.