
კრემლში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადად ესაუბრა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან გვაცნობეს, სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა. „ძვირფასო ნიკოლ ვლადიმირის ძევ, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ თქვენთან ორმხრივი დღის წესრიგისა და რეგიონული საკითხების განსახილველად. თუმცა, ყოველთვის ბევრი კითხვაა, რაც აშკარაა, ჩვენი დიალოგის ინტენსივობაზე მიუთითებს. ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებების დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა, გრძელდება ინვესტიციები და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. ბევრი საკითხია წამოჭრილი, მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, შეგვხვდეთ და ვისაუბროთ ყველა თემაზე“.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმროვიჩ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ კუხო-ს საიუბილეო სამიტისა და ტრადიციული თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების 30 წლისთავი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის 20 წლის იუბილე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან საყურადღებო საუბარი. შესაძლებელია, რომ ამ საუბარზე იყოს დამოკიდებული ამ ორგანიზაციის მომავალი და მისი შემდგომ განვითაება.
რა თქმა უნდა, ერთი თვეც არ გასულა რუსეთის ფედერაციაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტიდან. ჩვენ მაშინ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა და როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად სავსეა, რომ უფრო ხშირად შეგვიძლია შევხვდეთ. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ხშირად გვაქვს სატელეფონო საუბრები. ეკონომიკის კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ მარტში გარკვეული დაღმასვლის შემდეგ ორმხრივი ეკონომიკური კავშირები კვლავ ინტენსიურად ვითარდება. ჩვენ ვხედავთ რუს ბიზნესმენებს, რომელთაც სურსთ ინვესტირება სომხეთში. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ საკითხში ხელს უწყობთ რუს ბიზნესმენებს.ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ დღეს განვიხილავთ რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს, როგორც ეს ჩვენს ერთობლივ განცხადებაში აღვნიშნეთ, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის მნიშვნელოვან როლს. ამასთან დაკავშირებით მინდა გაგიზიაროთ გარკვეული ინფორმაცია, ამიტომ გმადლობთ შეხვედრისთვის“.