მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ საზღვრის უსაფრთხოება კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონაში: კუხო-ს  ლიდერების ერთობლივი განცხადება

კუხო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონაში.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, განცხადებაში ნათქვამია, რომ კუხო მზადაა უზრუნველყოს საზღვრების უსაფრთხოება, მათ შორის ავღანეთში და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სხვა გარე საზღვრებში შექმნილი შემაშფოთებელი ვითარების ფონზე. „ვითარება ავღანეთში და კუხო-ს  წევრი ქვეყნების სხვა გარე საზღვრებში შეშფოთებას იწვევს. ამ კონტექსტში გამოვთქვამთ მზადყოფნას უზრუნველვყოთ საზღვრის უსაფრთხოება კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მზად არიან ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის დასამყარებლად.

„ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ევრაზიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ კონტინენტზე დაძაბულობის შემცირების აუცილებლობას და ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button