ეკონომიკა

Wildberries-მა სომხეთში ადგილობრივი ბიზნესების მიერ პირდაპირი გაყიდვების მოდელი წამოიწყო

Wildberries-მა სომხეთში ლოგისტიკური ცენტრი გახსნა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს პირდაპირ ონლაინ გაყიდვის საშუალებას აძლევს.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ კომპანიამ გაავრცელა განცხადება.

Wildberries-მა სომხეთში გახსნა პირველი ლოგისტიკური ცენტრი. ეს საშუალებას აძლევდა ონლაინ ბიზნესს დაეწყო პროდუქციის პირდაპირი გაყიდვები ადგილობრივი ბიზნესის მიერ. „Marketplace-ის მოდელის მუშაობა გაყიდვების პირველ ეტაპზე სომეხი ბიზნესმენებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ქვეყნის შიგნით, სამომავლოდ კი გეოგრაფია შეიძლება გავრცელდეს სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 Wildberries-მა სომხეთში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. 2021 წელს ამოქმედდა ადგილობრივ ბიზნესებთან ერთად საქონლის მიწოდების მაღაზიების გახსნის შესაძლებლობა.

2020-2021 წლებში კომპანიამ ასევე გახსნა პირდაპირი გაყიდვების შესაძლებლობები ბიზნესმენებისთვის ბელორუსში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button