აშშ ტელევიზია: განიხილება თურქეთს ნატოს წევრობის ჩამორთმევის საკითხი
თურქეთმა შესაძლოა დაკარგოს ნატო-ში წევრობა, იმის გამო, რომ თურქეთი წინააღმდეგია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების. ამის შესახებ თქვა თქვა ცნობილი ამერიკული ტელეარხის მიმომხილველმა დევიდ ანდელმანმა.
მისი თქმით, ბევრი აზრი იქნა გამოთქმული თურქეთს ნატოდან გაძევებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსეთისგან S-400 საზენიტო თავდაცვის სისტემები იყიდა.
ამავდროულად, დევიდ ანდელმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსს ასეთი ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რადგან ეს რეგიონში პოზიციების შესუსტებას გამოიწვევს. ანდელმანი თვლის, რომ ბევრი წინააღმდეგია რისკი გასწიოს და ნატოს დააკარგვინოს აშშ-ს შემდეგ სიძლიერით მეორე არმია, თანაც თურქეთი აკონტროლებს სტრატეგიულ ბოსფორს და აქვს წვდომა შავ ზღვაზე. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს ამ როლისათვის კანდიდატი – ეს არის საბერძნეთი კვიპროსთან ერთად.