ერევანში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დაარსების პროექტის წარდგინება გაიმართა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რობინ ვან პუენბროქი, ურბანული განვითარების საინვესტიციო კომპანიის ,,რენშინ“-ის დამფუძნებელი ედუარდ მარუთიანი და კომპანიის დირექტორი ლევონ კასპაროვი.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ერევანში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დაარსების პროექტი წარედგინა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამაც დაამტკიცა. დეტალურად იქნა წარმოდგენილი პროექტის სარგებელუპირატესობები, ბიზნესისთვის შესაქმნელი პირობები და შესაძლებლობები.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია პროექტით და სთავაზობს დაინტერესებულ უწყებებთან დისკუსიების გაგრძელებას უახლოეს მომავალში პროექტის განხორციელების შესაძლებლობების შესაფასებლად და შესაბამისი ქმედებების „საგზაო რუქის“ შემუშავების მიზნით.