მთავარისაზოგადოება

ლორის რეგიონში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში ლიდერობის აკადემიური პროგრამა ამოქმედდა

გუშინ ლორის რეგიონში  ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში ლიდერობის აკადემიური პროგრამა დაიწყო.

ეს პროგრამა არის ინტერაქტიული სასწავლო პროგრამა ყველა დონის სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც ცდილობენ განავითარონ და გააფართოონ ლიდერობის სტრატეგია და შესაძლებლობები.

ის გათვალისწინებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განმახორციელებელი ხელმძღვანელების ლიდერობის უნარ-ჩვევების გასავითარებლად,  საზღვართაშორისი თანამშრომლობის პროცედურების გაგებაში დასახმარებლად, ინსტრუმენტების შესათავაზებლად,  და ცოდნის მისაწოდებლად, საზღვრისპირა თანამშრომლობის ბარიერების გამოსავლენად და დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებისთვის.

პროგრამის დაწყებისას მისასალმებელი სიტყვით სიტყვით გამოვიდა სრ ტერიტორიული ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვაჩე ტერტერიანი.

კურსი ტარდება 3 ეტაპად, 20 მონაწილისთვის სომხეთიდან და საქართველოდან. მასში მონაწილეობას მიიღებენ სასაზღვრო რეგიონის ორივე მხარიდან ჩამოსული მონაწილეები, რომლებიც ერთად მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროგრამაში, დაიწყებენ არაფორმალური ტრანსსასაზღვრო ქსელების მშენებლობას, რაც შეიძლება გახდეს თანამშრომლობის საფუძველი.

ნახეთ მეტი
Back to top button