პოლიტიკა

ნატოს გაფართოების პერსპექტივა არის ახალი გეოპოლიტიკური მცდელობა

მადრიდში 28-30 ივნისს დაგეგმილ ნატოს სამიტზე, ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები აპირებენ  ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხილვას, რომელიც ალიანსს მომავალი ათწლეულის განმავლობაში წარმართავს. მანამდე კი დისკუსიებზე ყურადღება მახვილდება  ბლოკის თავდაცვის პოტენციალსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. აქტიური განხილვის პროცესშია ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხიც. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ 18 მაისს, ნატოში ფინეთის მუდმივი წარმომადგენელი ალიანსში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განცხადებას წარადგენს. იგივე განზრახვა აქვს შვედეთსაც.

ამ პერსპექტივას არა მარტო დამცველები, არამედ მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ამ უკანასკნელთა შორის არის თურქეთი.

ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივამ მწვავე რეაქცია გამოიწვია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თურქეთშიც. ფინეთმა უკვე ოფიციალურად წარადგინა განაცხადი,  კენჭისყრა სამშაბათსაა დაგეგმილი.  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმა არასწორია. საგარეო პოლიტიკაში ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე“, – გააფრთხილა პუტინმა ფინეთის პრეზიდენტი. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ არ უნდაგვქონდეს ილუზია, რომ რუსეთი მიიღებს შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებებს. შვედეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების შემდეგ, ვითარება მთელ მსოფლიოში რადიკალურად შეიცვლება.

გადაწყვეტილებას აღშფოთებული გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტიც, რომელმაც განზრახვა მოულოდნელი შეაფასა. ანკარა არ მიესალმება სტოკჰოლმის და ჰელსინკის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას. თითქოს სკანდინავიის ქვეყნები  თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების სასტუმრო იყოს”, – თქვა ერდოღანმა და უსაყვედურა ბლოკს, თან  გაიხსენა ერთ-ერთი წინა გადაწყვეტილება. წინა ადმინისტრაციამ დაუშვა შეცდომა და საბერძნეთს ნატოში შესვლის საშუალება მისცა, განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი არ დაუშვებს იგივე შეცდომის მეორედ გამეორებას.

ნახეთ მეტი
Back to top button