
17 მაისს სრ ერ. კრების თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მონაწილეობა მიიღო კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და იურიდიული საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სპეციალურ სხდომაში.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სრ ერ. კრების დელეგაციის წევრები – ანდრანიკ ქოჩარიანი, გევორგ პაპოიანი, ალექსეი სანდიკოვი და შირაკ თოროსიანი.
მიესალმა რა მონაწილეებს, ჰაკობ არშაკიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სხდომაზე ეფექტური მუშაობა ჩტარდება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა წინა დღეს მოსკოვში გამართულ კუხო-ს საიუბილეო სამიტზე, რომელიც მიეძღვნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმოწერის 30 და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის 20 წლისთავს. ჰაკობ არშაკიანის თქმით, სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა დეტალურად განიხილეს ორგანიზაციის პრობლემები, ისაუბრეს მიღწევებსა და ხარვეზებზე, ასევე დასახეს შემდგომი ნაბიჯები.
„მჯერა, რომ საპარლამენტო სფეროში ჩვენ დავიცავთ იმავე ნიშნულს და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არსებული შეთანხმებების კონკრეტული შინაარსით შევსების მიზნით, გაზრდის კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეალურ წვლილს ჩვენი ქვეყნების მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაფართოებაში“- განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.
სხდომაზე განიხილეს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯები, საპარლამენტო ასამბლეის 2021-2025 წლების საქმიანობის პერსპექტივები და სხვა სადღისწესრიგო საკითხები.
საპარლამენტო ასამბლეაში სირიის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის განცხადების და კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას სრ ერ. კრების თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა დაადასტურა სომხური მხარის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სრ ეროვნული ასამბლეა ამ საკითხში არანაირ წინააღმდეგობას არ გამოხატავს.