პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს

მოსკოვი სომხეთში საპროტესტო მოძრაობებს რესპუბლიკის შიდა საქმედ განიხილავს და არ ერევა ამ პროცესებში.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განუცხადა.

„ეს არის სომხეთის შიდა პრობლემა, რაც ხდება იქ, რასაც აკეთებს სომხეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამას, ჩვენ არ ჩავერევით ამ პროცესებში“, – განაცხადა მან.

სომხეთში ოპოზიციური ძალები კვირების განმავლობაში აპროტესტებენ, გამოდიან მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და უკმაყოფილებას გამოხატავენ მისი საგარეო პოლიტიკით. ერევანში და სხვა ქალაქებში ოპოზიცია ყოველდღიურად მართავს სვლებსა და აქციებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს.

ნახეთ მეტი
Back to top button