მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანის შეხვედრები ევროპარლამენტში

18 მაისს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ევა კოპაჩს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ თანამოსაუბრეებმა  ხაზი გაუსვეს სომხეთ-ევროკავშირის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის შემდგომ  გაფართოებას და გაღრმავებას. ევა კოპაჩმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის  მთავრობის მიერ დემოკრატიული განვითარების მიზნით გატარებულ რეფორმებს.

არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ აქტიური იყო სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით. თებერვალში ერევანში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომები, აპრილის ბოლოს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის კომიტეტის მესამე სხდომა და 18 მაისს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეოთხე სხდომა.

შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა სომხეთის პოზიცია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარებისკენ მიმართული ნაბიჯების შესახებ.

სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა 44-დღიანი ომით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას, კერძოდ, სომეხი სამხედრო ტყვეების, მშვიდობიანი მოსახლეობის უპირობო რეპატრიაციის  და სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას აზერბაიჯანისკონტროლის  ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.  ამ კონტექსტში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა  ევროპარლამენტის მიერ ამ საკითხებზე შესაბამისი რეზოლუციების მიღებით გამოხატული პრინციპული პოზიციისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები ანდრეი კოვაქსთან, ფაბიო მასიმო კასტალდოსთან და ევროპარლამენტის სხვა წევრებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button