მთავარიპოლიტიკა

ლიტვის პრეზიდენტის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი ცნობილია

19-20 მაისს ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან, დიანა ნაუსედიენთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, 20 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში დაგეგმილი დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტებს  ვაჰაგნ ხაჩატურიანსა  და გიტანას ნაუსედას  პირადი საუბარი ექნებათ, რასაც მოჰყვება ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა.

სომხეთისა და  ლიტვის პრეზიდენტები  პრესისთვის  განცხადებას გააკეთებენ.

ლიტვის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ  მემორიალურ კომპლექსს ეწვევა, დაათვალიერებს გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიტვის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ალენ სიმონიანთან

გიტანას ნაუსედას, დედა საყდარში, სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II უმასპინძლებს.

ლიტვის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაცია მესროპ მაშტოცის სახელობის მატენადარანსაც ეწვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button