მთავარიპოლიტიკა

საქართველოში იმყოფებოდა სომხეთის უზენაესი სასმართლოს საბჭოს  წევრების დელეგაცია    

დელეგაცია უმაღლესი სასამართლო საბჭოს წევრების ანი მხითარიანის და დავით ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით 14-17 მაისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პირველი ინსტანციის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე სასამართლოების და სასამართლო დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, საქართველოს საქალაქო სასამართლოს პალატების თავმჯდომარეებთან, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და იურიდიულ ექსპერტებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა წარმოადგინეს ორი ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა, ისაუბრეს სფეროში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად გატარებულ აუცილებელ ღონისძიებებზე.

დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ სასამართლოების შენობის პირობებს, აღრიცხვის, ხელმოწერისა და საქმეების დაარქივების ტექნიკურ გადაწყვეტილებებს.

შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივ საინტერესო  კიდევ რამდენიმე საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button