მთავარიპოლიტიკა

შიდაპოლიტიკურ საკითხებში ფაშინიანი ხალხის ნებას ეყრდნობა. უშიშროების საბჭოს მდივანი უარყოფს   იმფორმაციას  იმის შესახებ, რომ მომიტინგეებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით ფაშინიანმა მიმართა კუხო-ს  დახმარებისათვის

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი უარყოფს ჭორებს იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თითქოსდა სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДВК) ლიდერებს მხარდაჭერა სომხეთში ოპოზიციის მიტინგებთან   და დაუმორჩილებლობის აქციასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ აღნიშნა გრიგორიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე,მან კერძოდ განაცხადა:

„ამ ბოლო დროს პრემიერ-მინისტრის შესახებ ცრუ ჭორების ნიაღვარი   საერთაშორისო დონეზეც კი გავრცელდა, ბუნებრივია, ესცნობა ყალბია. მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სომხეთის ყველა შიდა პოლიტიკურ საკითხში ყოველთვის ეყრდნობოდა სომეხი ხალხის ნებას. 9 ნოემბრის შემდეგ შექმნილი სერიოზული კრიზისის დროსაც კი მხოლოდ ხალხის ნებას ეყრდნობოდა, კრიზისის გამოსავალს შიდაპოლიტიკური ინსტიტუციური შესაძლებლობების ფარგლებში ხედავდა“.

რაც შეეხება ოპოზიციის დაუმორჩილებლობას, უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები საპროტესტო აქციების გამართვის უფლებით  უკვე თვეზე მეტია სარგებლობენ და მათ ქცევაზე კანონის ფარგლებში კონტროლს ახორციელებს სრ პოლიცია.

„აშკარაა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს საზოგადოების მხარდაჭერა არ მიუღია. ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ საპროტესტო გამოსვლების საკითხის გადაჭრას ვხედავთ მხოლოდ   სომხეთის შიდა პოლიტიკური ინსტიტუციური საშუალებებით“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button