პოლიტიკა

არცახის სომხებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოება, უფლებების დაცვა. უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხური მხარისთვის პრიორიტეტია არცახის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებების დაცვა და სომხეთი ამ დღის წესრიგზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, შეეხო რა იმ შეკითხვას, თუ რა პოზიცია აქვს სომხურ მხარეს არცახის სტატუსთან დაკავშირებით.

„პრიორიტეტი არის უსაფრთხოება და უფლებების დაცვა, ანუ არცახში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების დამცველი უფლებები. და სწორედ აქედან დადგება არცახის სტატუსი. და ჩვენ ვაპირებთ მოლაპარაკებებს ამ დღის წესრიგით“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button