პოლიტიკა
დერეკ შოლე – მივესალმებით საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი
,,Metronome.ge” წერს, რომ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე სოციალურ ქსელ ტვიტერზე-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თბილისში გამართულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა განვიხილეთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთის აგრესიის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში“, – აღნიშნა დერეკ შოლემ.