მთავარიპოლიტიკა

შეერთებული შტატები მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგს։  აშშ-ის ელჩი სომხეთში

შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს პარტნიორობას სომხეთთან, რომელიც ემყარება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და აგრძელებს შემდგომ პოზიტიურ განვითარებას სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით „არმენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლინ ტრეისიმ.

ელჩის თქმით, სომხეთთან თანამშრომლობის სფეროში შეერთებულმა შტატებმა სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, დიდ პროგრესს მიაღწია.

ელჩმა აღნიშნა, რომ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში დემოკრატია და კანონის უზენაესობაა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის დღის წესრიგი ამით არ შემოიფარგლება.

მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით მართვა, COVID-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ინვენსტიცია ადამიანურ  რესურსებში გაუმჯობესებული განათლებისა და სამუშაო ძალის მეშვეობით, თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისა და თავდაცვის ხელშეწყობა,  უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობის განკტკიცება: ყოველივე ეს  არის სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის ფართო და ყოვლისმომცველი სფერო, რომლის გასაძლიერებლად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button